ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

05.12.23 10:28
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენატორებს მიმართავს.

The Hill-ის ცნობით, ზელენსკი სენატორებთან უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ ისაუბრებს.

სენატორები ხვალ კენჭს უყრიან საკანონმდებლო მექანიზმს გადაუდებელი საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.