ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ - გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი დენის ფრანცისი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებულია.
„ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ხანგრძლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო გათავისუფლების და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის შესახებ“, - წერს დენის ფრანცისი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან 120-მა ღაზაში ჰუმანიტარულ ზავს დაუჭირა მხარი, 14 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.