უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩვენს ინტერესში ნამდვილად არაა - ორბანის წერილი მიშელს

"პირველებმა" მოიპოვა ვიქტორ ორბანის წერილი, სადაც უნგრეთის ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე უგზავნის წერილს, სადაც ორბანი ამბობს, რომ ადრეა უკრაინასთან მიმართებით საუბრის დაწყება ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.
უნგრეთის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის გაფართოებისთვის და ამ ფორმით, პუტინის მოკავშირე საერთოდ ბლოკავს ევროკავშირში გაფართოებას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მთავარი პოლიტიკაა.
ევროკომისიამ შემოვგთავაზა, რომ უკრაინასთან დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მაგრამ ეს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის ინტერესებში არ შედის, უნგრეთის ინტერესებში ნამდილად არაა. ჩვენი პოზიციაა, გავბედავ და ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ზეწოლას მოახდენენ ჩვენზე, ეს საკითხი დღის წესრიგი არ უნდა მოხვდეს. და ევროკომისიაამ უნდა გაიაზროს, რომ მათი პასუხისმგებლობაა , რომ შეხვედრა საანადოდ არ მომზადდა. უკან წაიღეთ, მოემზადეთ სათანადოდ და დაბრუნდით მაშინ, როცა შეთანხმებას მიაღწევთ",- ამბობს ორბანი.