19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

06.12.23 10:29
19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

19 წლის გოგოს გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო პოლონეთში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. გატაცებულიც, სავარაუდოდ, ქართველია. პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ" ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები