რუსეთთან ჯაშუშური კავშირების გამო აშშ-მ რუსეთიდან და ბელარუსიდან 13 პირი და 20 კომპანია დაასანქცირა

06.12.23 10:34
რუსეთთან ჯაშუშური კავშირების გამო აშშ-მ რუსეთიდან და ბელარუსიდან 13 პირი და 20 კომპანია დაასანქცირა

შტატაბმა რუსეთთან კავშირების, ჯაშუშური საქმიანობის და ომის დაფინანსების გამო ბელარუსიდან და რუსეთიდან 13 პირი და 20 კომპანია დაასანქცირა. შავ სიაში მოხვდა ბელარუსის წითელი ჯვრის წარმომადგენელიც, რომელიც  უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან არის კავშირში, იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს.

სანქციები შეეხოთ  ბელორუსელ ბიზნესმენებსაც, მათ შორის, ალექსანდრ შაკუტინს, პაველ ტოპუზიდს და ვიქტარ პეტროვიჩს.  ვაშინგტონი მათ „ლუკაშენკოს საფულეებს“და ომის დამფინანსებლებს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები