"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა" - ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფას შეძლებს.
უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ მიიღებს შესაბამის დახმარებას, მაშინ შტატები ვალდებული იქნება, მათ მარცხზე პასუხისმგებლობა აიღოს.
თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ", - განაცხადა ჯანეტ იელენმა.