19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს

06.12.23 13:40
19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე - 33, 37 და 38 წლის კაცები დააკავეს. დაკავებულებს ბრალად  19 წლის გოგოს გატაცება და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ. 

"საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირებაზე მუშაობა", - აცხადებენ პოლიციაში. 

დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. 

მსგავსი სიახლეები