პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

06.12.23 15:13
პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთან, ჯერ დელეგაციების შემადგენლობაში, შემდეგ კი პირისპირ.

ამის შემდეგ პუტინი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც პრინც მუჰამედ ალ საუდს შეხვდება.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ.