ამერიკა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
ამერიკა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტებს, საბრძოლო მასალებსა და ჰაიმარსის სარაკეტო სისტემებს.
გარდა ამისა, ომში მყოფი ქვეყანა მიიღებს ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების ტყვიასაც. იმისთვის, რომ ეს დახმარება უკრაინაში გაიგზავნოს, საჭიროა შეთანხმება კონგრესში, რასაც რესპუბლიკელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.
ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი ზრუნვა ამერიკის საზღვრის უსაფრთხოებაზე და ისრაელი-უკრაინის გამიჯვნა.
თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს იქნება უსაფრთხოების დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი, რომელიც შეგვიძლია, უკრაინას მივაწოდოთ. უკრაინის დახმარება რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ხელს უწყობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გლობალურ სტაბილურობას მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება, კონგრესმა სასწრაფოდ იმოქმედოს", - აღნიშნა ბლინკენმა.