აშშ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს

07.12.23 10:30
აშშ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებისა და თავისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებამდე გაყვანისკენ მოუწოდა.

შტატების თქმით, საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარე რუსეთია, რომელსაც სამხედრო ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განლაგებული. აღნიშნული მოცემულობა კი არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტს და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.