ოთხ რუსს სამხედროს ბრალი ამერიკის მოქალაქეების გატაცებისა და წამებისთვის წაუყენეს

07.12.23 10:48
ოთხ რუსს სამხედროს ბრალი ამერიკის მოქალაქეების გატაცებისა და წამებისთვის წაუყენეს

ამერიკის მოქალაქეების გატაცებისა და წამებისთვის ოთხ რუსს სამხედროს ბრალი წაუყენეს - შტატები პუტინის არმიის ჯარისკაცებს უკრაინაში მყოფი ამერიკელების მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

როგორც ირკვევა, ამერიკელი სამოქალაქო პირები რუსებმა უკანონოდ დაატყვევეს და მათ სიკვდილით დასჯით ათი დღის განმავლობაში ემუქრებოდნენ. ბრალდებულ სამხედროებს შორის ორი რანგით მეთაურია.