რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა - რას გეგმავს პუტინი

07.12.23 12:47
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა - რას გეგმავს პუტინი

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა.  შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

რუსეთის ცესკო-ში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის. 

პუტინს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცნობილია, რომ კრემლი პუტინის მონაწილეობისთვის უკვე ემზადება.

"პუტინს კონკურენციას ვერავინ გაუწევს" - თქვა დმიტრი პესკოვმა. 

"თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის კანდიდატურას, მაშინ, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, მას ვერავინ გაუწევს კონკურენციას", - თქვა პუტინის პრესსპიკერმა.

მსგავსი სიახლეები