ზელენსკის ორბანთან შეხვედრა სურს

07.12.23 13:18
ზელენსკის ორბანთან შეხვედრა სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმ, ზელენსკის დავალებით სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ამის შესახებ ინფორმაციას ერმაკი ავრცელებს.

დისტანციური შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრისთვის მოსახერხებელი თარიღის განსაზღვრაზე იმუშავებდნენ. 

სატელეფონო საუბარი გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. 

განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. უახლოეს მომავალში უკრაინის რადა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კანონპროექტის მიღებას გეგმავს. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.

აღვნიშნე, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. 

ასევე განვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ასეთი შეხვედრისთვის მოსახერხებელი თარიღის განსაზღვრაზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები