ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის დახურული შეხვედრა პენტაგონში გაიმართა

07.12.23 13:52
ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის დახურული შეხვედრა პენტაგონში გაიმართა

შეხვედრა პენტაგონში დახურულ კარს მიღმა - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვ შეხვდა.

ოსტინის თქმით, შტატები მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის წინააღმდეგ მათ თავგანწირულ ბრძოლას.

უკრაინამ კონტროლი აღადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გრძელ ვადაში. დარწმუნებული ვარ, რომ  ამაში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც დაგვეხმარებიან," - თქვა ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე. 

მსგავსი სიახლეები