თუ პუტინი არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება - კამერონი

07.12.23 14:09
თუ პუტინი არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება - კამერონი

"ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიუხედავად საჭიროა, დასავლეთი უკრაინაზე ფოკუსირდეს", - ამის შესახებ კომენტარი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერნომა Sky News-თან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, პუტინი მხოლოდ უკრაინით არ დაკმაყოფილდება, ამიტომ საჭიროა, რომ მსოფლიომ იგი შეაჩეროს.

ჩვენ ვიცით, რომ პუტინის შემთხვევაში, თუ ის აქ არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება, ამერიკის მტრები კი გაიხარებენ",– ამბობს კამერონი.