ირანის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში ჩავიდა
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მოსკოვში ჩავიდა. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მედიის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პალესტინა იქნება. ისინი ასევე ისაუბრებენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონიმიკის საკითხებში ქვეყნების თანამშრომლობაზე.