რუსეთში 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია უკანონოდ დეპორტირებული - უკრაინის სახალხო დამცველი
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით უკრაინიდან რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.
„არსებობს 19 540-ზე მეტი ოფიციალურად დადასტურებული დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი. თუ ყოველდღე ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, მაშინ 55 წელი დაგვჭირდება“, - თქვა ლუბინეცმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ახალი საშუალებების ძიებას უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად.