ერაყში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო ამერიკის საელჩოსკენ, მწვანე ზონის მახლობლად დაეცა.
აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.