ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე - ტუსკი

08.12.23 18:05
ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე - ტუსკი

პოლონეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ღიად აცხადებს, რომ მასსა და ორბანს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, რადგან ვიქტორ ორბანი "რუსულ პოზიციებზე გადავიდა".

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა მოსკოვის მაღალჩინოსნებთან "ორგანულია".

საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე... მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მისი ურთიერთობა მოსკოვთან და პუტინთან ორგანულია და არ მგონია, რომ ჩემმა რწმენამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი დამოკიდებულება...დღეს ჩვენ ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს არ ვართ“, - ამბობს ტუსკი.