ბრიტანეთმა 17 ბელორუსის მიმართ სანქციები დააწესა

08.12.23 18:24
ბრიტანეთმა 17 ბელორუსის მიმართ სანქციები დააწესა

გაერთიანებულმა სამეფომ 17 ბელორუსის მიმართ სანქციები დააწესა - სანქციათა სიაში პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები შევიდნენ, რომლებიც დევნიდნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ყველა იმ პირის მიმართ სანქციების დაწესებას, რომლებიც საზოგადოებას თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ართმევენ.

ჩვენ არ მოვითმენთ კრიმინალებს და რეპრესიულ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ უბრალო ადამიანების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მთელ მსოფლიოში.. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ დაუნდობელ დევნას, ვინც ხალხს ართმევს თავისუფლებას", - დევიდ კამერონმა.

მსგავსი სიახლეები