გერმანიაში სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში სამი ქართველი დააკავეს. ბრალდებულებს სახლების გაქურდვის მცდელობას ედავებიან. გერმანული მედიის ცნობით, ქურდობის მომენტში დამნაშავებს სახლის მეპატრონემ წაასწრო, ერთ-ერთი მათგანი დააკავა და პოლიციას გადასცა, ორმა გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიცია მათ კვალზე მაინც გავიდა. დაკავებულები ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან.