უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა - ოლენა ზელენსკა

09.12.23 10:51
უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა - ოლენა ზელენსკა

უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.

"რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით...ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს," - ამბობს ზელენსკა.

 

მსგავსი სიახლეები