აშშ ცხრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 20 პირს სანქციებს უწესებს

09.12.23 12:48
აშშ ცხრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 20 პირს სანქციებს უწესებს

აშშ ცხრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 20 პირს სანქციებს უწესებს - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 8 დეკემბრის განცხადებაშია ნათქვამი.

ეს მოქმედებები მოიცავს სანქციებს თალიბანის წევრების მიმართ, ქალებისა და გოგონების რეპრესიებთან მათი კავშირების გამო და ირანის დაზვერვის ორი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხალხს იბირებდნენ შეერთებულ შტატებში თავიანთ სასარგებლოდ მუშაობისთვის.