თუ შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ - კირბი

09.12.23 12:51
თუ შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ - კირბი

თუ შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის საჩუქარი იქნება.

ამასთან, კირბი აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

"თუ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ. პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი ომის დაწყებიდანვე იმედოვნებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი და NATO შეიძლებოდა დარჩენილიყო ერთიანი, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლებოდა საკმარისი ძალა ჰქონოდათ", - ამბობს კირბი.

 

მსგავსი სიახლეები