რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბერისლავზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ბერისლავზე საჰაერო იერიში მიიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავდა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უტარდება. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.