"ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას" - გუტიერეში

09.12.23 14:15
"ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას" - გუტიერეში

"ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას," - ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ გაერო გმობს ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.

"ყველამ ვიცით, რომ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია 7 ოქტომბერს, ჰამასისა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ. უპირობოდ ვგმობ ამ თავდასხმას.

არავითარი გამართლება არ არსებობს 1200 ადამიანის, მათ შორის, 33 ბავშვის განზრახ მკვლელობისთვის. ამავდროულად, ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.