მსოფლიოს დახმარების გარეშე უკრაინა დაიღუპება - ელენა ზელენსკაია

10.12.23 10:29
მსოფლიოს დახმარების გარეშე უკრაინა დაიღუპება - ელენა ზელენსკაია

თუ დასავლეთის ქვეყნები ფინანსურად აღარ დაგვეხმარებიან, უკრაინა დაიღუპება, - ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ელენა ზელსკაიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის კონგრესშ რესპუბლიკელმა სენატორებმა უკრაინის დახმარების მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაბლოკეს. 

ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამ სიტუაციისგან ვერ დავიღლებით, იმიტომ, რომ ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ დავუღუპებით. თუ მსოფლიო დაიღლება, ის უბრალოდ მოგვცემს საშუალებას, რომ მოვკვდეთ, - თქვა ელენა ზელესნკამ. 

პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები ძალიან მტკივნეულად უყურებენ, როგორო ქრება დასავლეთში უკრაინის დახმარების სურვილი.

"ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია", - აღნიშნა ზელენსკაიამ.