ისრაელი იტყობინება, რომ ღაზას სექტორში 7 ათასზე მეტი პალესტინელი მებრძოლი გაანადგურა

ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში 7 ათასი პალესტინელი მებრძოლია განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ცახი ჰანეგბი ავრცელებს.
"ეს მინიმალური შეფასებაა," - ამბობს ჰანეგბი ებრაულ მედიასთან.
მისივე თქმით, განადგურებული მებრძოლების რაოდენობა შესაძლოა, მეტიც იყოს, რადგან არ იციან, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში და ასევე ჰამასის გვრირაბებში.