ისრაელის განცხადება, რომ ჰამასის აღმოფხვრას გეგმავს, არარეალურია - პალესტინის პრემიერი

10.12.23 18:56
ისრაელის განცხადება, რომ ჰამასის აღმოფხვრას გეგმავს, არარეალურია - პალესტინის პრემიერი

ისრაელის განცხადება, რომ ჰამასის აღმოფხვრას გეგმავს, არარეალურია, - ამის შესახებ პალესტინის პრემიერი მოჰამედ შტაიემმა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის, - განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პალესტინის მთავარი ამოცანა გენოციდის შეწყვეტაა.

გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა, - აღნიშნა პალესტინის პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები