ნეთანიაჰუ „ჰამასს“ მოუწოდებს, ისრაელის არმიას დანებდეს

11.12.23 10:31
ნეთანიაჰუ „ჰამასს“ მოუწოდებს, ისრაელის არმიას დანებდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. გუშინ, 10 დეკემბერს გავრცელებული ვიდეომიმართვის თანახმად, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ბოლო დღეებში „ჰამასის ათეულობით ტერორისტი“ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის წევრებს მიმართავს, რომ ისრაელის არმიას დანებდნენ.

უცნობია, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ რამდენი წევრი ჩაბარდა ისრაელელ სამხედროებს.

 მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის აბუ ობეიდას თქმით კი ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები