რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია - დაშავებულია 4 ადამიანი

11.12.23 10:46
რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია - დაშავებულია 4 ადამიანი

რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია. დაშავდა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე შენობა.  ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით ოთხ საათსა და 15 წუთზე გამოცხადდა.

უკრაინის თავდაცვა იტყობინება, რომ განადგურებულია ოკუპანტებს მიერ ნასროლი რვა რაკეტა. ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა.