ზელენსკი არგენტინაში ორბანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეთაურებმა?

11.12.23 10:52
 ზელენსკი არგენტინაში ორბანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეთაურებმა?

ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ვიქტორ ორბანს შეხვდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ მინისტრის საუბარი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ამ თემას ერთი წინადადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ ორბანს, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, მაქსიმალურად გულახდილად ელაპარაკა ევროპულ საქმეებზე.

უნგრეთის პრემიერისა და უკრიანის პრეზიდენტის შეხვედრა ბუენოს აირესში შედგა, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა.