ნავალნის ციხეებში ვერ პოულობენ და ადვოკატები მასთან კავშირზე ვერ გადიან - CNN

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი ადვოკატები მასთან კავშირზე ვერ გადიან - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება. დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ "აბსურდული" ტერორიზმის საქმე აღძრეს.