პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია - მას მხარი სეიმის 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
მან პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ მადლობა გადაუხადა პოლონელ მოსახლეობას ერთგულებისთვისა და მხარდაჭერისთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და კაცებს. მადლობა, პოლონეთო. არაჩვეულებრივი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ღრმად სწამდა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ ჩვენ განვდევნიდით სიბნელესა და ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა," - თქვა ტუსკმა პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ.