გამთენიისას ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს

12.12.23 10:46
გამთენიისას ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს

გამთენიისას ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს. ინფრომაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დაახლოებით 07:00 საათზე რუსმა სამხედროებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს. იერიშების შედეგად 29 წლის მამაკაცი დაშავდა. ის ჰოსპიტალიზებულია, - აცხადებს რომან მროჩკო. 

გასული დღე-ღამის განმავლოვაში ოკუპანტებმა ჰერსონი 32-ჯერ დაბომბეს. გამოყენებული იქნა 128 ჭურვი. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 დაშავდა. აქედან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ყველას სამედიცინო დახმარება გაეწია. 

 

მსგავსი სიახლეები