უნგრეთის მუქარა, დაბლოკოს უკრაინა, ძირს უთხრის EU-ის ერთიანობის პრინციპებს - ნაუსედა

უნგრეთის მუქარა, დაბლოკოს უკრაინა, ძირს უთხრის EU-ის ერთიანობის პრინციპებს - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა
მისი თქმით, გამოიყენებენ ყველა ბერკეტს უნგრეთის დარწმუნებისთვის, რომ ხელი არ შეუშალონ პროცესს.
"ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
უნგრეთის მუქარა, რომ დაბლოკავს მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობის პრინციპებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ უნგრეთი, აზრი შეიცვალოს", - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.