უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება, პუტინმა უნდა წააგოს - ზელენსკი

12.12.23 20:40
უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება, პუტინმა უნდა წააგოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბარია 60 მილიარდის პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა დაბლოკეს და მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოითხოვეს საემიგრაციო რეფორმის გატარება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესამცირებლად.

მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, თუ რა ბედი ეწევა სხვა თავისუფალ ერებს - იცხოვრებენ ისინი თავისუფლად თუ დაიმორჩილებენ. უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, რომ უკრაინის იმედი გქონდეთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია თქვენი იმედიც გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები და ყველაზე საშინელი ამბიციების განხორციელების იმედი აქვთ. ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, თუკი ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმის გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვაა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ. პუტინმა უნდა წააგოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები