ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც
ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ოპერაციაა. რუსული რაკეტა ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზეც აფეთქდა.
დაშავებულთა რიცხვი უკვე 53-მდეა, მათგან 18-ის მდგომაროება კრიტიკულია. დაჭრილებს შორის არიან ბავშვებიც.
სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე გამთენიისას მიიტანეს.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კორპუსებიც.