"ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინის მოგება ომში" - ბაიდენ -ზელენსკის შეხვედრა და კიდევ 200 მილიონის დახმარება ომში მყოფ ქვეყანას

13.12.23 10:39
"ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინის მოგება ომში" - ბაიდენ -ზელენსკის შეხვედრა და კიდევ 200 მილიონის დახმარება ომში მყოფ ქვეყანას

შტატები უკრაინას კიდევ 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გადასცემს. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოაცხადა.თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ბაიდენმა რუსეთი კიდევ ერთხელ ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. უკარინის პრეზიდენტი მეორე დღეა შტატებშია. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი უკვე შეხვდა  ქვყენის სამხედრო წარმომადგენლობას.

"ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს. კონგრესში და თავად ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას, ისევე როგორც მე, ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინის მოგება ომში. გამარჯვება ნიშნავს, რომ უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ერია. და მას შეუძლია დღეს საკუთარი თავის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ეს არის ჩვენი მიზანი", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები