გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
სამშაბათს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 153 ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, 10 წინააღმდეგი იყო და 23-მა თავი შეიკავა.
სამშაბათის მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამბობს, რომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, ასევე ითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი მესამე თვეა მიმდინარეობს.