ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

13.12.23 13:10
ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. როგორც ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გაჰრ სტორე ერთობლივ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

„ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ“, - განაცხადა სტორემ ზელენსკის ვიზიტის წინ.

უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, დანიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთის ლიდერებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები