რუსულმა "ფსევდოჰაკერულმა დაჯგუფებამ" უკრაინის უმსხვილესი მობილური ოპერატორის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა

13.12.23 15:35
რუსულმა "ფსევდოჰაკერულმა დაჯგუფებამ" უკრაინის უმსხვილესი მობილური ოპერატორის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა

რუსულმა "ფსევდოჰაკერულმა დაჯგუფებამ" უკრაინის უმსხვილესი მობილური ოპერატორის "კიევსტარის" წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება რეალურად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჰაკერულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.

კიბერშეტევა "კიევსტარზე", რომელიც 24 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, 12 დეკემბრის დილით მოხდა. აბონენტები სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩნენ.

 

მსგავსი სიახლეები