უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება - ორბანი

13.12.23 15:42
უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება - ორბანი

"უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება" - ამის შესახებ განცადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთა.

მისი თქმით, კიევმა მოლაპარაკების დაწყების პირობები არ შეასრულა და 2015 წლიდან მოყოლებული უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს უფლებებს ართმევს.

უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება. თუ ევროკავშირის წესები სერიოზულად არ იქნება გათვალისწინებული, ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს", - განაცხადა ორბანმა.