პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ - მიშელი ორბანს შეხვდა

13.12.23 20:35
პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ - მიშელი ორბანს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდა. 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მსოფლიომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს და თქვენ იცით, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ. დღის წესრიგის საკითხები ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხისა და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში." - განაცხადა შარლ მიშელმა.