რუსებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

14.12.23 10:05
რუსებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი შენობა, მათ შორის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული.