რუსეთის შსს-მ ბუდანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
თუ რა მუხლით არის აღძრული ბუდონოვის წინააღმდეგ საქმე, ჯერჯერობით უცნობია.
ძებნაში გამოცხადების საფუძველი არსებობს: იძებნება სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში", - წერია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.