ვიბრძოლებთ ბოლომდე, "ჰამასის" სრულ განადგურებამდე - ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასისს" წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე აანონსებს - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის საერთაშორისო ზეწოლა ვერაფერს შეცვლის.
"ვიბრძოლებთ ბოლომდე, "ჰამასის" სრულ განადგურებამდე" - ეს სიტყვები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ თქვა, რაც გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს. დოკუმენტს მხარი 153-მა ქვეყანამ დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 10-ი იყო.
მინდა ნათლად ვთქვა - გავაგრძელებთ ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ დაღუპული ჯარისკაცების დიდი ტკივილის, ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, წავალთ ბოლომდე, გამარჯვებამდე", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.