ბალკანეთის სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო დამედასტურებინა, რომ დასავლეთ-ბალკანეთის ბედი ევროკავშირშია - მიშელი

14.12.23 11:46
ბალკანეთის სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო დამედასტურებინა, რომ დასავლეთ-ბალკანეთის ბედი ევროკავშირშია - მიშელი

დაიწყებს თუ არა ევროკავშირი მოლაპარაკებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ბალკანეთის ქვეყნებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში მსოფლიოში არსებულ მწვავე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, "დასავლეთ-ბალკანეთის ბედი ევროკავშირშია".

მიშელი ევროპელ ლიდერებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ და კონფლიქტების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ბალკანეთის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ეს იყო შესაძლებლობა დიდი პოლიტიკური ძალით დამედასტურებინა, რომ დასავლეთ-ბალკანეთის ბედი ევროკავშირშია. ჩვენ უჩვეულოდ რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომით და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ვისაუბროთ ერთხმად, ვიმოქმედოთ იმავე მიმართულებით და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, ჩვენი ინტერესების დასაცავად. ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც გვინდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა.

ჩვენ ასევე გვინდა მეტი თანამშრომლობა დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ჩვენ გვინდა მეტი და უკეთესი თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში. და ბოლოს, ერთი ბოლო სიტყვა. ევროკავშირის პროექტი ემყარება შერიგებას. იგი ეფუძნება მომავლის საერთო ნებას: შევქმნათ მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება, მეტი მშვიდობა, მეტი სტაბილურობა და ამიტომ არის დავების გადაწყვეტა, კონფლიქტების მოგვარება ასე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა დამსწრე ლიდერს, გააორმაგონ ძალისხმევა დავების და კონფლიქტების მოსაგვარებლად", - აღნიშნა შარლ მიშელმა.