რაზე იმსჯელებს ევროკომისია გადამწყვეტ სამიტზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი დეტალებზე საუბრობს

14.12.23 12:05
რაზე იმსჯელებს ევროკომისია გადამწყვეტ სამიტზე -  ურსულა ფონ დერ ლაიენი დეტალებზე საუბრობს

რაზე იმსჯელებს ევროკომისია გადამწყვეტ სამიტზე - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატი ქვეყნების სრული მობილიზება და მონდომება მნიშვნელოვანია.

ლაიენის თქმით, ევროკომისია აღიარებს და დააფასებს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნაში ევროპული ინტერესებისა და ღირებულებების გატარებას ემსახურება.

გაფართოების შესახებ ევროკომისიას ჰქონდა შემაჯამებელი ანგარიში და ის იძლევა ბევრ კარგ არგუმენტს ქვეყნებისთვის გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის. ეს პროცესი გულისხმობს კანდიდატი ქვეყნების მონდომებას, რომ ყველაფერი გააკეთონ პროგრესისთვის, თუმცა ეს პროცესი ასევე ჩვენი მხრიდან ამ მონდომების აღიარებას გულისხმობს. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ გადაწმყვეტ სამიტზე", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორ-დღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები  გრძელდება.

მსგავსი სიახლეები