ასადმა ოკუპირებულ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს პირობა მისცა, რომ არაბული ქვეყნების მიერ აღიარებაში დაეხმარება

14.12.23 12:44
ასადმა ოკუპირებულ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს პირობა მისცა, რომ არაბული ქვეყნების მიერ აღიარებაში დაეხმარება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სირიის პრეიზდენტს, ბაშარ ალ-ასადის შეხვდა - მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და დაგმეს კონფლიქტის მოსაგვარებლად დასავლეთის მიერ გადადგმული ქმედებები.

სირიის პრეზიდენტის თქმით, არაბული სამყარო აფხაზეთისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები